News
- Home
- News
ქალთა უფლებების შესახებ კოლეჯში „აისი“ ტრენინგი გაიმართა
02 December, 2025
Views: 94

ქალთა უფლებების ხელშეწყობა, მათი ეკონომიკური გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირება საქართველოში, - ამ საკითხებზე კოლეჯში „აისი“ ტრენინგი გაიმართა, რომელსაც იურისტი თამარ გურჩიანი უძღვებოდა.
ტრენინგი პროექტის - „უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ძირითადი მიზანია, ქალებისა და გოგონებისთვის, კაცებისა და ბიჭებისთვის, ქალთა უფლებების შესახებ სწავლება და მათი ინფორმირებულობის ამაღლება.
პროექტის ფარგლებში, თამარ გურჩიანი, კოლეჯში 5 ტრენინგს ჩაატარებს.

