აქ შენი მომავალია!

პროფესიული პროგრამა - მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთების სტუდენტები ავტოინდუსტრიულ კომპანიას სტუმრობდნენ

პროფესიული პროგრამა - მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთების სტუდენტები ავტოინდუსტრიულ კომპანიას სტუმრობდნენ

კოლეჯ „აისის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, კომპანია „ჯი-თი მოტორსს“ ესტუმრნენ.

სასწავლო-საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ავტოინდუსტრიული კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეებისთვის ჩაატარეს ტრენინგი შრომის უსაფრთხოების შესახებ, შემდეგ კი დაათვალიერებინეს მსოფლიოს მოწინავე ბრენდენდების BMW, MINI, Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki-ს შოურუმები და თანამედროვე სახელოსნოები; გააცნეს ავტომობილის ტექნიკური მომსახურების პროცესი, სამუშაო გარემო და ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტები.

კომპანიის წარმომადგენლები ინდივიდუალურად გაესაუბრნენ კომპანიაში დასაქმების მსურველ კოლეჯის კურსდამთავრებულებს.

აღსანიშნავია, რომ კოლეჯ „აისსა“ და კომპანია „ჯი-თი მოტორსს“ შორის თანამშრომლობა წლებია გრძელდება. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში, პროფესიული სასწავლებლის რამდენიმე კურსდამთავრებული დღეს კომპანიის გუნდში წარმატებით საქმიანობს.

მსგავსი ვიზიტები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რეალურ სამუშაო გარემოში ნახონ საკუთარი მომავალი პროფესია, გაიღრმავონ პრაქტიკული ხედვა და მეტად თავდაჯერებულად დაგეგმონ პროფესიული კარიერა.