მოკლევადიან პროგრამაზე - ვენახის გაშენება და მოვლა რეგისტრაცია დაიწყო
სსიპ კოლეჯი „აისი“ აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „,ვენახის გაშენება და მოვლა“.
განხორციელების ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთი.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.
პროგრამის ხანგრძლივობა: 11 კვირა (კვირაში 20 საათი).
„ვენახის გაშენება და მოვლა“ პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
თუ გსურთ სწავლა აღნიშნულ პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამაზე,
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ვებ გვერდზე vet.ge ან მობრძანდით კოლეჯში.
რეგისტრაცია დასრულდება 2026 წლის 30 მაისს.
აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
სწავლა დაიწყება 2026 წლის 8 ივნისს.
სწავლა დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 28 69 53; 568 62 34 74
