აქ შენი მომავალია!

კოლეჯი ,,აისი“ Erasmus+ პროექტში ერთვება

კოლეჯი ,,აისი“ Erasmus+ პროექტში ერთვება

კოლეჯი ,,აისი“ Erasmus+ პროექტში ერთვება. პროექტის მთავარი ავტორი და კოორდინატორია: AKMI ANONIMI EKPAIDEFTIKI ETAIRIA (საბერძნეთი).

პროექტის ძირითადი მიზანია: ზუსტი სოფლის მეურნეობის  დანერგვა და მიმართულია აგროსექტორის პროდუქტიულობის ზრდაზე; ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე; მცირე ფერმერების მხარდაჭერაზე; განათლებისა და ბიზნესის დაახლოებაზე.  

პროექტი მოიცავს რამდენიმე ძირითად კომპონენტს:

საგანმანათლებლო ნაწილი

  • აგრარული მიმართულებით ახალი სასწავლო პროგრამების შექმნა;
  • ციფრული სოფლის მეურნეობის სწავლება;
  • ადამიანური რესურსის განვითარება;
  • მასწავლებლების გადამზადება;
  • საერთაშორისო ვიზიტები და ტრენინგები.

 

ინფრასტრუქტურა

  • ცოდნის ცენტრები;
  • პრაქტიკული სწავლების სივრცეები;
  • ბიზნესთან კავშირი;
  • დამსაქმებელზე მორგებული პროგრამები;
  • სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება.

 

ინოვაცია

  • აგრობიზნესის სტარტაპების მხარდაჭერა;
  • მცირე ფერმერებისთვის იაფი ტექნოლოგიები.

 

კოლეჯ „აისის“ როლი პროექტში

კოლეჯი ,,აისი“ არის: პროექტის ბენეფიციარი პარტნიორი და მისი როლი მოიცავს:

  • საგანმანათლებლო მიმართულება;
  • მოთხოვნადი ახალი აგრარული მიმართულების პროგრამების მომზადება/დანერგვა;
  • სასწავლო პროცესის მოდერნიზაცია;
  • პრაქტიკული სწავლების განვითარება;
  • სტუდენტების პრაქტიკული ჩართვა.

 

პარტნიორობა

  • ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობა;
  • ფერმერებთან მუშაობა.

 

ტრენინგები

  • პერსონალის გადამზადება.

 

კოლეჯის კონკრეტული ამოცანები

  • მონაწილეობა სასწავლო პროგრამების შექმნაში;
  • ტრენინგების ჩატარება;
  • სტუდენტების ჩართვა პროექტში;
  • ფერმერებისთვის სერვისების მიწოდება;
  • დემონსტრაციების ჩატარება;
  • ანგარიშგება და პროექტის შედეგების მიწოდება.

 

 მოკლე დასკვნა

ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტი, რომელიც:

  • აძლიერებს პროფესიულ განათლებას;
  • ამაღლებს კოლეჯ „აისის“ ინსტიტუციურ როლს;
  • ქმნის ინფრასტრუქტურას და ცოდნის ცენტრს რეგიონში;
  • აკავშირებს განათლებას რეალურ ეკონომიკასთან.