აქ შენი მომავალია!

2025 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ კოლეჯის „აისი“ დირექტორმა ანგარიში წარადგინა

2025 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ კოლეჯის „აისი“ დირექტორმა ანგარიში წარადგინა

სსიპ კოლეჯის „,აისი“ დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი, კოლეჯში 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ თანამშრომელების წინაშე ანგარიშით წარსდგა.

როგორც კოლეჯის დირექტორმა აღნიშნა, 2025 წელი სსიპ კოლეჯ „აისისთვის“ იყო განვითარების, გაძლიერებისა და სტრატეგიული გარდაქმნის მნიშვნელოვანი ეტაპი. წლის განმავლობაში კოლეჯმა არა მხოლოდ შეინარჩუნა პროფესიული განათლების მაღალი სტანდარტები, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეგიონული საგანმანათლებლო და საწარმოო ჰაბის ჩამოყალიბების მიმართულებით.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც სტუდენტებს მისცემს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ რეალურ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პრაქტიკულ უნარებს. ამ მიზნის მისაღწევად 2025 წელს გაფართოვდა პარტნიორობა კერძო სექტორთან და დაინერგა სწავლების უფრო მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მოდელები“, - განაცხადა მალხაზ ასლამაზაშვილმა.

მალხაზ ასლამაზაშვილმა საკუთარ ანგარიშში ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც კოლეჯის სასწავლო-საწარმოო სივრცეებში განხორციელდა.

„ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით კოლეჯმა განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები სასწავლო-საწარმოო სივრცეებში, რაც საშუალებას გვაძლევს სტუდენტებს შევთავაზოთ თანამედროვე, რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები. ეს ცვლილებები წარმოადგენს საფუძველს იმ სისტემური გარდაქმნისთვის, რომელიც კოლეჯს აქცევს არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებად, არამედ რეგიონული ეკონომიკური განვითარების აქტიურ მონაწილედ“, - აღნიშნა კოლეჯის დირექტორმა ანგარიშის წარდგენისას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს გაიზარდა კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, როგორც საკვალიფიკაციო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ასევე მომზადების/გადამზადების პროგრამებზე, რაც მიუთითებს კოლეჯის პროგრამების შესაბამისობაზე შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან.

საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ საუბრისას, როგორც კოლეჯის დირექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია კოლეჯში დაინერგოს დისტანციური და კომბინირებული სწავლება. მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა და მიმდინარე წლიდან დაინერგება სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კონკრეტული მოდულების ფარგლებში.

მალხაზ ალამაზაშვილის წლიურ ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის სისტემური განვითარების საკითხს. კოლეჯის დირექტორის თქმით, აღნიშნული მიმართულების გაძლიერება ხელს შეუწყობს კოლეჯის ინსტიტუციური როლის განმტკიცებას, შრომის ბაზართან ეფექტიან დაკავშირებას და პროფესიული განათლების ხარისხის ზრდას.

რაც შეეხება ადამიანურ რესურსების განვითრებას - ამ მიმართულებით მოხდება აკადემიური პერსონალის გაძლიერება; უწყვეტი პროფესიული განვითარება; მენეჯერული და ლიდერული კომპეტენციების განვითარება; მოტივაციისა და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება; პერსონალის ეფექტიანობის შეფასება.

კოლეჯის დირექტორმა 2026 წლის სტრატეგიულ პრიორიტეტებად დაასახელა: სწავლების ხარისხის ამაღლება; სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა; ინფრასტრუქტურის განვითარება; ადამიანური კაპიტალის გაძლიერება; ფინანსური მდგრადობა; საერთაშორისო და რეგიონული პოზიციონირება.

სსიპ კოლეჯის „აისი“ დირექტორის, მალხაზ ასლამაზაშვილის 2025 წლის სრული ანგარიში იხილეთ: https://www.collegeaisi.ge/ka/content/54