კოლეჯს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი სტუმრობდა
კოლეჯს „აისი“ პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, ირინე მარგიშვილი თანამშრომელებთან ერთად სტუმრობდა. სტუმრები პროექტის „რობოტიკის კლუბი - ციფრული კომპეტენციების განსავითარებლად“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.
ირინე მარგიშვილი პროექტის მონაწილეებს მიესალმა და არაფორმლური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არაფორმალური განათლების როლი მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის პიროვნების ფორმირებასა და ჩამოყალიბებაში.
კოლეჯის „აისი“ დირექტორმა მალხაზ ასლამაზაშვილმა, ღონისძიებაზე განაცხადა, რომ არაფორმალური განათლება ავსებს ფორმალურ განათლებას და მის გაძლიერებას უწყობს ხელს. მან მადლობა გადაუხადა პროფესიული უნარების სააგენტოს მსგავსი ტიპის, მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, პროექტის მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. დასასრულს, მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
ცნობისთვის: პროექტის „რობოტიკის კლუბი - ციფრული კომპეტენციების განსავითარებლად“ ფარგლებში, მოსწავლეებმა შეისწავლეს, შემდეგ პრაქტიკულად ააწყვეს და დააპროგრამეს არდუინო ბორდზე დაფუძნებული რობოტები და სხვადასხვა ჭკვიანი მოწყობილობები.
პროექტი დაფინანსდა პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ კომპონენტის ფარგლებში.