აქ შენი მომავალია!

შენგენის ზონაში მიგრაციის შესახებ კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შენგენის ზონაში მიგრაციის შესახებ კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლიკა ძამუკაშვილმა, დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრა შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების კანონიერი ყოფნის გზებზე და უკანონო მიგრაციის რისკებზე.

საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელსაც კოლეჯის სტუდენტები ესწრებოდნენ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს: შენგენის ზონაში ვიზიტების ხანგრძლივობა; რა არის საჭირო დროებითი სამუშაო ვიზის მისაღებად; როგორ ხდება ევროპის ქვეყნებში სასწავლო ვიზისა და ცხოვრების უფლების მიღება. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ტრეფიკინგისა და შრომითი ექსპლუატაციის საშიშროების, ასევე, შეგენის ზონიდან გაძევების რისკის შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.