აქ შენი მომავალია!

პროფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მზისგულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

პროფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მზისგულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯის „აისი“ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

თამარ გეთიაშვილმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. ისაუბრა პროფესიულ სასწავლებლში არსებული სასწავლო ბაზებისა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის შესახებ. მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯში რეგისტრაციის ვადებზე და ჩარიცხვის პროცედურებზე.

მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეთა ინფორმირებას პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე, რაც მათ დაეხმარება შემდგომ პროფესიის არჩევაში.