აქ შენი მომავალია!

„აისის“ პროფესიული მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდნენ

„აისის“ პროფესიული მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდნენ

კოლეჯის „აისი“ მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის პროფესიული მასწავლებლები: თამარ ჯაფოშვილი, ანჟელა ღაჭავა და დავით რევაზიშვილი, იტალიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო იტალიაში არსებული სასწავლო პროგრამების გაცნობა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, პროფესიული მასწავლებლები დაესწრნენ ტრენინგებს. მოინახულეს ღვინის საწარმოები და ვენახები. მოისმინეს ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელიც იტალიაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ხორციელდება. შესაძლებლობა ჰქონდათ სასწავლო დაწესებულებებში გაეცნოთ ლაბორატორიის დანადგარების გამოყენების პრინციპები. მონაწილეობა მიიღეს დეგუსტაციაში და შეაფასეს ღვინოების ორგანოლეპტიკური მახასიათებლები.