აქ შენი მომავალია!

სამუშაო ურთიერთობებში ეთიკის ნორმების დაცვის შესახებ კოლეჯ „აისში“ ტრენინგი ჩატარდა

სამუშაო ურთიერთობებში ეთიკის ნორმების დაცვის შესახებ კოლეჯ „აისში“ ტრენინგი ჩატარდა

„ეთიკის ნორმების დაცვა სამუშაო ურთიერთობებში" - ამ თემაზე კოლეჯში  „აისი" ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ტრენერი, ლონდა მინდიაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლები.

ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა გააანალიზეს პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტისა და ეთიკის კოდექსის საკანონმდებლო მოთხოვნები, იმსჯელეს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპებზე და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე განიხილეს სამუშაო გარემოში არსებული ეთიკური გამოწვევები.

ტრენინგი წარიმართა აქტიური ჩართულობის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობით გარემოში. განსაკუთრებით საინტერესო იყო პრაქტიკული ქეისების ჯგუფური ანალიზი, რომელმაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, შეეფასებინათ პროფესიული ურთიერთობები სტუდენტებთან, კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან, და შეემუშავებინათ რთული სიტუაციების ეფექტიანი მართვის გზები.

ტრენინგი დასრულდა მონაწილეთა მიერ საკუთარი პროფესიული და ეთიკური ვალდებულებების განსაზღვრით, პრაქტიკაში დასანერგი სტრატეგიების ჩამოყალიბებითა და სამუშაო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე მსჯელობით.

ტრენინგი განხორციელდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში.