აქ შენი მომავალია!

კოლეჯ „აისის“ წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით შვეიცარიას სტუმრობდნენ

კოლეჯ „აისის“ წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით შვეიცარიას სტუმრობდნენ

კოლეჯის „აისი“ ხარისხის მართვის მენეჯერი, ლელა ბერიაშვილი; პროფესიული განათლების მასწავლებლები: გიორგი გუგულაშვილი და მარინე ჩაჩანიძე, შვეიცარიის ქალაქ ბერნის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (Haute ecole specialisee BFH) მოწყობილ პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ.

ვიზიტის მიზანს პროფესიული განათლების სფეროში შვეიცარიული გამოცდილების გაცნობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ეწვივნენ ბერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის სატყეო და კვების მეცნიერებათა სკოლას; გრანჟნევოს პროფესიული განათლების ცენტრს და სხვადასხვა პროფესიულ თუ აგრარულ დაწესებულებას.

სტუმრობისას მონაწილეები ადგილზე გაეცნენ შვეიცარიის პროფესიული განათლების სისტემას, სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოინახულეს აგრარული საწარმოები, ფერმები, ყველის საწარმო, მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმო და გენეტიკის ცენტრი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სამუშაო პროცესებს.