ისტორია
- მთავარი
- ისტორია
ისტორია
კოლეჯი „აისი“ კახეთის რეგიონში ლიდერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. კოლეჯის ისტორია 1980 წლიდან იწყება.
კოლეჯი „აისი“, მისი სასწავლო პროცესი, კურსდამთავრებულები, ინტელექტუალური პოტენციალი, პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობები, ჩვენი ისტორია - არის ერთგვარი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მუდმივად ახლის ძიებაშია, მუდმივად ვითარდება და მუდმივად იმარჯვებს.
კოლეჯი „აისი“ არის პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. სასწავლო პროცესი მიმართულია არა მხოლოდ სტუდენტის ინფორმაციითა და ცოდნით აღჭურვისკენ, არამედ ამ ცოდნის გამოყენებისა და განვრცობის, მის საფუძველზე ახლის მოძიებისკენ. ამიტომ, აქ ცოდნის მიღების პარალელურად, სტუდენტებსა და მსმენელებს ვეხმარებით ძლიერი პიროვნული მახასიათებლების განვითარებაში, მათ საზოგადოებასა და სოციალურ გარემოში ინტეგრაციაში, საკუთარი უნარებისა და სოციალური როლის გააზრებაში.
დაარსების დღიდან, კოლეჯში პროფესიული განათლება 50 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
კოლეჯი „აისი“ მოიცავს კახეთის თითქმის მთელ რეგიონს და ძირითადად, ოთხ მუნიციპალიტეტშია განთავსებული: გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
კოლეჯს „აისი“ აქვს უნივერსალური დიზაინის სასწავლო გარემო, რომელიც ადაპტირებულია ნებისმიერი საჭიროების მქონე (სსსმ/შშმ) პირისთვის. კოლეჯი უნიკალურია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საწარმოებით, ლაბორატორიებით, სახელოსნოებით და სხვადასხვა ტიპის მეურნეობებით. კოლეჯი წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. კოლეჯის „აისი“ კაჭრეთის ბაზაზე ფუნქციონირებს 300 სტუდენტზე გათვლილი კეთილმოწყობილი სტუდენტთა პანსიონი, სადაც ყველა სტუდენტს შეუძლია იცხოვროს სახელმწიფოს დაფინანსებით.
კოლეჯში „აისი“ სწავლა ხორციელდება სახელმწიფოს სრული დაფინანსებით.
კოლეჯის მიზანია, მაღალი პროფესიული სტანდარტების დანერგვა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. კოლეჯის გუნდი მუდმივად ისწრაფვის განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ.