ჩარიცხვის პროცედურები
- მთავარი
- ჩარიცხვის პროცედურები
ჩარიცხვის პროცედურები
პროგრამაზე ჩარიცხვის ეტაპები
პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) კოლეჯის მიერ ანკეტა-კითხვარის შევსება;
ბ) აპლიკანტთა რეგისტრაცია;
გ) შერჩევა;
დ) აპლიკანტთა რეიტინგული სიის შედგენა;
ე) შედეგების გამოცხადება და პროგრამაზე ჩარიცხვა, რის საფუძველზეც აპლიკანტს ენიჭება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
აპლიკანტთა რეგისტრაცია
პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაში და რეგისტრირდება აპლიკანტად.
სარეგისტრაციო სისტემა წარმოადგენს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შემადგენელ ელექტრონულ მოდულს. მასში აპლიკანტთა რეგისტრაციის ეტაპზე გროვდება აპლიკანტის პერსონალური მონაცემები.
რეგისტრაციის მიზნებისთვის მართვის სისტემა უფლებამოსილია, სარეგისტრაციო სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახულ ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირების/ვერიფიკაციის ან/და მათი მოქალაქეობრივი მდგომარეობის/კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სტატუსის არსებობის ფაქტის დადგენის/გადამოწმების მიზნით, მიიღოს და დაამუშავოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული, ფიზიკური პირის შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; სქესი; მოქალაქეობა; რეგისტრაციის მისამართი; ფოტოსურათი.
რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროგრამა.
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, აქტიური პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პირს შეზღუდული აქვს პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება, გარდა წავლის დაწყების დროისთვის დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტისა.
რეგისტრაციისას სარეგისტრაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია აპლიკანტი. სარეგისტრაციო სისტემაში მცდარი მონაცემების ასახვა შესაძლოა გახდეს აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის ან პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ კოლეჯის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად/ბათილად ცნობის საფუძველი.
რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი შეტყობინებით, შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.
აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას ტესტირების მიზნით, აპლიკანტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ქალაქში/მუნიციპალიტეტში.
აპლიკანტთა შერჩევა
აპლიკანტთა შერჩევა მოიცავს პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა შეფასების პროცესს;
შერჩევის პერიოდი, ტესტირებისა და სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით/აქტებით.
ტესტირება
ტესტირებაში მონაწილეობს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და იმ საშუალო პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტი, რომლისთვისაც, შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია ტესტირება.
კოლეჯში ჩარიცხვა
კოლეჯი ვალდებულია, აპლიკანტები ჩარიცხოს პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რიგითობის გათვალისწინებით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აპლიკანტის მიერ წერილობით გამოხატული ნების საფუძველზე.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროგრამაზე ჩარიცხვა
პირს, რომელსაც ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ დადასტურებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი და დადგენილი წესით გავლილი აქვს პროფესიული ორიენტაცია, უფლება აქვს ჩარიცხვის მიზნით სარეგისტრაციო სისტემაში გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. სისტემა უზრუნველყოფს პირისათვის მხოლოდ იმ პროგრამების შეთავაზებას, რომელზე ჩარიცხვის მიზნითაც პირის მიმართ გაცემულია დადებითი რეკომენდაცია.
კოლეჯში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4; პირადი (ან კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება; წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვანმა აპლიკანტმა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს: დაბადების მოწმობის ასლი; მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).