News
- Home
- News
სასწავლო პროცესის დაწყების ფარგლებში კოლეჯის დირექტორი ახალ სტუდენტებს შეხვდა
15 September, 2026
Views: 16

კოლეჯის „აისი“ კაჭრეთის ბაზაზე სწავლა ელექტროობისა და თმისა და სილამაზის მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა დაიწყეს.
ახალი სტუდენტების გაცნობისა და სასწავლო პროცესის დაწყების ფარგლებში, მათ კოლეჯის „აისი“ დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი შეხვდა, სწავლის დაწყება მიულოცა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, პროფესიის დაუფლების შესაძლებლობებსა და წარმატების გზაზე ესაუბრა.
სტუდენტებს ასევე შეხვდა კოლეჯის იურისტი, გვანცა პაკატილოვი, რომელმაც მათ კოლეჯის შიდა რეგულაციები, სტუდენტების უფლებები და მოვალეობები, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო.


