Here is Your Future!

კოლეჯი „აისი“ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მონაწილეობდა

კოლეჯი „აისი“ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მონაწილეობდა

ქალაქ თელავში გამართულ მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას კოლეჯი „აისიც“ შეუერთდა.

ღია საგამოფენო სივრცეში კოლეჯის ქვემო ალვანის ფილიალმა სპროფესიული სასწავლებლის სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები წარადგინა: თექა და მხატვრული ქსოვილები, კერამიკა, მინანქარი.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქნაძე, მოადგილესთან, ზვიად გაბისონიასთან და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან ერთად ესწრებოდა. სტუმრებმა ინტერესით დაათვალიერეს სტუდენტების ნამუშევრები და მონაწილეობა მიიღეს დაჩითვის მასტერკლასში.