News
- Home
- News
კოლეჯი „აისი“ აბრეშუმის ფესტივალში მონაწილეობდა
21 September, 2026
Views: 25

კოლეჯი „აისი“, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ჩატარებულ აბრეშუმის ფესტივალში მონაწილეობდა.
კოლეჯის ქვემო ალვანის ფილიალი ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენით. მოეწყო მასტერკლასები.
კოლეჯის მიერ მოწყობილმა სივრცემ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუდენტთა ნამუშევრები დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა.

