ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო
- Home
- ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო
ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო

ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმო კოლეჯის „აისი“ ბაზაზე 2009 წლის 6 ივლისს გაეროს განვითარების პროგრამისა და რუმინეთის მთავრობის დაფინანსებით გაიხსნა.
საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატებით. აქ არის ხილ-ბოსტნეულის სარეცხი დანადგარი, ქილების სარეცხი აბაზანა, ვაკუუმ-აპარატი ხარშვისათვის, ავტოკლავი სტერილიზაციისათვის, ხილისა და ბოსტნეულის გამხეხი აპარატი, ჩამომსხმელი (დოზატორი) და ქილების დამხუფი აპარატი. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2010 წელს გაიხსნა 18 ტონა ტევადობის მაცივარი.
საწარმოში მზადდება 20-მდე სახეობის პროდუქტის ასორტიმენტი: ხილფაფები, ჯემები, მურაბები, მარინადები, სასაუზმე კონსერვები და ხილის წვენები.
გაერომ ამ განხრით დანერგა პროფესიული გადამზადების კურსები, მსმენელები სწავლასთან ერთად აქვე გადიან საწარმოო პრაქტიკას.
ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმო პარალელურად, არის სასწავლო ბაზა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისთვის.