სტუდენტური სერვისები
- Home
- სტუდენტური სერვისები
სტუდენტური სერვისები
კარიერული მხარდაჭერის მომსახურება
კარიერული მხარდაჭერის მომსახურება ხელმისაწვდომია არსებული და პოტენციური პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის, აღნიშნულის დასაკმაყოფილებლად, კოლეჯში სტუდენტების კარიერული მხარდაჭერის მიზნით მოქმედებს შესაბამისი სერვისები:
- ტარდება შეხვედრები რეგიონის საჯარო სკოლებში, სადაც დაწესებულების პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი მსურველებს აცნობს კოლეჯის მიერ შეთავაზებულ სერვისებს, მის პარტნიორ ორგანიზაციებს და სფეროს/ებს, რომელშიც შეეძლებათ კურსდამთავრებულებს დასაქმება;
- აცნობს კურსდამთავრებულებს და პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ სამუშაო შესაძლებლობებს, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და მოსალოდნელ ტენდენციებს.
- ეხმარება კურსდამთავრებულებს და პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს პრიორიტეტების განსაზღვრასა და კარიერის სწორად წარმართვაში, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური კონსულტაციების მეშვეობით.
- ეხმარება კურსდამთავრებულებს და პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში, კარიერის დაგეგმვასა და შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებაში.
- ეხმარება კურსდამთავრებულებს და პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს რეზიუმეს, სამოტივაციო წერილისა და სამუშაოს ძიების პროცესისთვის საჭირო სხვა დოკუმენტების შექმნასა და დამსაქმებლებთან ინტერვიუებისათვის მომზადებაში;
- მუდმივად აწვდის პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს და კურსდამთავრებულებს განახლებულ ინფორმაციას დასაქმების შესაძლებლობებთან/ვაკანსიებთან და შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით;
- პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს სთავაზობს დამატებით პროფესიული მომზადების სასერტიფიკტო კურსებს.
კოლეჯს შექმნილი აქვს დამსაქმებელთა და კურსდამთავრებულთა ბაზები.
დამსაქმებელთა და კურსდამთავრებულთა ბაზები ახლდება ყოველი სასწავლო წლის დასასრულს, ბაზას ანახლებს ბაზის მართვაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.
აღნიშნული ბაზები მოიცავს ინფორმაციას კოლეჯის იმ პარტნიორ ორგანიზაციებთაზე/დამსაქმებელთა ინფორმაციას, რომლებთანაც დაწესებულებას დადებული აქვს ხელშეკრულება ან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ბაზა მოიცავს ინფორმაციას ინტერესის სფეროების შესახებ, ზოგად მოთხოვნებს პოტენციურ თანამშრომელთა მიმართ, საკონტაქტო ინფორმაციას.
კურსდამთავრებულთა ბაზები, რომელიც კლასიფიცირებულია კვალიფიკაციების მიხედვით, ხელმისაწვდომია კოლეჯისათვის. დამსაქმებელთა მიერ კონკრეტული ინტერესის შემთხვევაში კოლეჯი კურსდამთავრებულს სთავაზობს წინადადებას და მისი თანხმობის შემდეგ აკავშირებს დამსაქმებელს.
სისტემატიურად იმართება დასაქმების ფორუმები, სადაც მოწვეული არიან როგორც კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები, პოტენტციური დამსაქმებლები, ისე კურსდამთავრებულები, მოქმედი პროფესიულისტუდენტები/მსმენელები. დასაქმების ფორუმზე პოტენციური დამსაქმებელები აკეთებენ საკუთარი ორგანიზაციების წარდგენასა და დამსწრე საზოგადოებას აცნობენ, თუ რა შესაძლებლობებს თავაზობენ პოტენციურ დასაქმებულებს.
კოლეჯი მუდმივად აწვდის პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს და კურსდამთავრებულებს განახლებულ ინფორმაციას კოლეჯის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელის საშუალებით დასაქმების შესაძლებლობებთან/ვაკანსიებთან და შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაციას ტრენინგების, ასევე სხვა ღონისძიებების შესახებ (მაგალითად გამოფენები, პრეზენტაციები, ვიდეორგოლების გავრცელება და სხვა).
კოლეჯის პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი პერიოდულად ატარებს კვლევას პროფესიული სტუდენტების/მსმენელების და კურსდამთავრებულების დასაქმებასთან დაკავშირებით;
კოლეჯი ასევე ახორციელებს დამსაქმებლის კვლევას, რომელსაც ახორციელებს პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი.
პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელეთა, კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა კვლევის შედეგად მიღებული უკუკავშირის საფუძველზე კოლეჯი აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.
დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისებასა და პროფესიული სტუდენტების/მსმენელების ინიციატივების მხარდაჭერის მექანიზმი
კოლეჯი ყოველმხრივ ახალისებს და ხელს უწყობს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი, სპორტული, საქველმოქმედო, საექსკურსიო-შემეცნებითი და საზოგადოებრივად სასარგებლო სტუდენტური ინიციატივების განხორციელებას, რომელნიც შეესაბამება კოლეჯის მიზნებსა და საქმიანობის სფეროს;
კოლეჯისთვის სტუდენტური ინიციატივების/პროექტების პრიორიტეტული მიმართულებებია:
-
საგანმანათლებლო აქტივობები;
-
კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები;
-
სპორტული ღონისძიებები;
-
შემეცნებითი ძიებები;
-
საქველმოქმედო ღონისძიებები;
-
არაფორმალური განათლება.
სურვილების ყუთი
კოლეჯში ფუნქციონირებს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა სურვილების ყუთი, სადაც მათ ააქვთ შესაძლებლობა თავიანთი სურვილების შესახებ (კონფიდენცალურობის დაცვით) განათავსონ თავიანთი სურვილების შესახებ ინფორმაცია.