სამეთვალყურეო საბჭო
- Home
- სამეთვალყურეო საბჭო
სამეთვალყურეო საბჭო
კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები
ა) დირექტორის წარდგინებით ითანხმებს კოლეჯის გრძელვადიან/მოკლევადიან სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს;
ბ) უფლებამოსილია კოლეჯის განვითარებასთან დაკავშირებით შეიმუშაოს და დირექტორს წარუდგინოს წინადადებები/რეკომენდაციები;
გ) უფლებამოსილია გამართოს შეხვედრები კოლეჯის პარტნიორ კომპანიებთან/დამსაქმებლებთან, ასევე დაეხმაროს კოლეჯს ახალი პარტნიორების მოძიებაში;
დ) წელიწადში ორჯერ, მეორე და მეოთხე კვარტალის დასრულებიდან სამი კვირის ვადაში, განიხილავს დირექტორის მიერ წარდგენილ ანგარიშებს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა
სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) ორი წევრი – დამსაქმებლის წარმომადგენელი;
ბ) ერთი წევრი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი;
გ) ერთი წევრი – საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი;
დ) ერთი წევრი – პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელი.