აქ შენი მომავალია!

დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან პროგრამაზე - ტყის დაცვისა და ტექნიკური სამუშაოების წარმოება

დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან პროგრამაზე - ტყის დაცვისა და ტექნიკური სამუშაოების წარმოება

სსიპ კოლეჯი ,,აისი“ აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „ტყის დაცვისა და ტექნიკური სამუშაოების წარმოება“;

განხორციელების ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთი;

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა;

„ტყის დაცვისა და ტექნიკური სამუშაოების წარმოება“ პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს;

თუ გსურთ სწავლა აღნიშნულ პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამაზე, რეგისტრაცია გაიარეთ ონლაინ, ვებ გვერდზე: vet.ge ან მობრძანდით კოლეჯში;

რეგისტრაცია დასრულდება 2026 წლის 23 სექტემბერს;

აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე;

სწავლა დაიწყება 2026 წლის 5 ოქტომბერს;

სწავლა დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ;

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 28 69 53; 568 62 34 74