სიახლეები
- მთავარი
- სიახლეები
საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების საკითხზე, კოლეჯში ტრენინგი გაიმართა
18 თებერვალი, 2025
ნახვები: 109
საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების საკითხზე, კოლეჯში „აისი“ საგანმანათლებლო ლექცია-ტრენინგი გაიმართა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, თამარ ოთხმეზურმა, ტრენინგზე შემდეგი თემები განიხილა: სურსათის უვნებლობა ღვინის წარმოებაში, ღვინის ხარისხი და შესაძლო საფრთხეები; ჰიგიენისა და სანიტარიის სანიმუშო პრაქტიკები მარანში; HACCP-ისა და წინასწარი მოსამზადებელი პროგრამის დანერგვა მეღვინეობაში.
ტრენინგი, რომელსაც კოლეჯის სტუდენტები, მსმენელები და პროფესიული განათლების მასწავლებლები ესწრებოდნენ, ევროკავშირის და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის ENPARD IV-ის ფარგლებში გაიმართა.