აქ შენი მომავალია!

პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამები

ფოტო/ვიდეო გალერეა

კურსდამთავრებულები

რუსუდან გონაშვილმა, თექაზე მუშაობა კოლეჯის დედოფლისწყაროს ფილიალში შეისწავლა. დღეს რუსუდანი სხვადასხვა მარკეტინგულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რომლებიც მის ნამუშევრებს ყიდიან.

რუსუდან გონაშვილი

რუსუდან გონაშვილი

ვალერი მახარიაშვილმა , პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - კულინარიის ხელოვნება დაამთავრა. ის კულინარიული შოუს „მასტერშეფი“ ოქროს წინსაფრის მფლობელი და ფინალისტია.

ვალერი მახარიაშვილი

ვალერი მახარიაშვილი

ვიტალი ქეშიკაშვილმა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა დაამთავრა. დღეს ვიტალი ჰიდროელექტროსადგურ „ხადორჰესის“ სარემონტო განყოფილების უფროსია.

ვიტალი ქეშიკაშვილი

ვიტალი ქეშიკაშვილი

გოდერძი ბრეკაშვილმა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ვეტერინარია დაამთავრა. გოდერძიმ მუშაობა სწავლის დასრულებისთანავე დაიწყო. დღეს ის 3 ფერმერული მეურნეობის ვეტერინარია.

გოდერძი ბრეკაშვილი

გოდერძი ბრეკაშვილი

გიორგი თოდუამ, ხის მხატვრული დამუშავება შეისწავლა. სწავლის დასრულებისთანავე, მან საკუთარი ავეჯის საწარმო გახსნა. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გიორგიმ მცირე საწარმოს გაფართოება შეძლო.

გიორგი თოდუა

გიორგი თოდუა

გიორგი სეფიაშვილმა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ვეტერინარია დაამთავრა. დღეს გიორგი კახეთის რეგიონის მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის სააგენტოს მთავარი ქირურგია.

გიორგი სეფიაშვილი

გიორგი სეფიაშვილი

ოთარ ოდიშელიძემ, კოლეჯში მეფუტკრეობა შეისწავლა . დღეს ოთარს საკუთარი მეურნეობა აქვს, სადაც ფუტკრის ყველა პროდუქტი მოიპოვება. მეურნეობაში შესაძლებელია ფუტკრის ოჯახების შეძენაც.

ოთარ ოდიშელიძე

ოთარ ოდიშელიძე

თამრიკო ჯიქურაშვილმა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - თმისა და სილამაზის მომსახურება დაამთავრა. მან სილამაზის სალონი საკუთარ სახლში მოაწყო და მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.

თამრიკო ჯიქურაშვილი

თამრიკო ჯიქურაშვილი