კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

მისია, ხედვა, ღირებულებები

  • 18-08-2020, 11:01
  • ნანახია : 43 - ჯერ

ხედვა:

2027 წლისთვის კოლეჯი ,,აისი“ საქართველოსა და რეგიონში იქნება ლიდერი
პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ინოვაციური
მიდგომებით, გლობალიზაციის გათვალისწინებითა და ტრადიციების
შენარჩუნებით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს
და შეძლებს კახეთის რეგიონის მასშტაბით სოფლის მეურნეობის, მშენებლობის,
მომსახურების, ჯანდაცვის, ხელოვნების და ტურიზმის სფეროებში სამუშაო
ძალაზე არსებული დაკვეთის 90%-ით დაკმაყოფილებას.

მისია:

უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დანერგვისა და სტუდენტების/
მსმენელების ინტერესების პრიორიტეტიზაციის გზით, შრომის ბაზრის დაკვეთის
შესაბამისად, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და მოქალაქეობრივი
თვითშეგნების მქონე სპეციალისტების მომზადება, რომლებიც კრიტიკულ
აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებებით, ახალი იდეებითა და
პროფესიული უნარ-ჩვევებით შეძლებენ თვითრეალიზაციას, შემოქმედებითად
მიუდგებიან ქვეყნის ეკონომიკურ თუ გლობალურ გამოწვევებს და ხელს
შეუწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს.

ღირებულებები:

 მუდმივი სწრაფვა განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ
 შრომის ბაზარზე ორიენტირება
 მაღალ პროფესიონალიზმზე და ხარისხზე ორინტირება
 თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა
 სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობა
 სოციალური პასუხისმგებლობა
 ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება
 თანასწორობა, სამართლიანობა, გამჭირვალობა
 მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემო
 პროფესიული განათლების უწყვეტობის პრინციპის ხელშეწყობა

პოსტის გაზიარება