სიახლე ! სულ მალე ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები !
კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

სიახლე ! სულ მალე ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები !

  • 16-04-2021, 20:20
  • ნანახია : 272 - ჯერ

სსიპ კოლეჯი „აისი“ გთავაზობთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს!


  • ფარმაცია / Pharmacy 
    • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ჯანდაცვის სფეროსთვის უზრუნველყოს  კონკურენტუნარიან კადრის აღზრდა, კერძოდ, პროფესიული კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების–განთავსების, აღწერის, პარაფარმაცევტული პროდუქციის შერჩევა-მიწოდების პროცესში მონაწილეობას, ნაშთების პერიოდულ კონტროლს,  მცირე შეფუთვებად  მზა წამლის   ფორმის დაფასოებას, რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადებას და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას.
  • საექთნო საქმე/ Nursing
    •  პროგრამის მიზანია,უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ,ზოგად მოვლაზე პასუხისმგებელი ექთანი.
  • მებაღეობა /Horticulture
    • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მებაღეობის სფეროსთვის მოამზადოს   კონკურენტუნარიანი კადრები
  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები/Computer Network and Systems 
    • კომპიუტერულ ქსელისა და სისტემების პროფესიულიპროგრამის მიზანია კომპიუტერული ქსელისა და სისტემების კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს კომპიუტერის აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფის, მცირე ზომის ქსელების ორგანიზებისა და გამართვის, ბაზისური სერვერული სერვისების ადმინისტრირების უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.