ყურადღება !!! ინოვაციური პროექტების კონკურსი - ღVINOთონი იმართება!
კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

ყურადღება !!! ინოვაციური პროექტების კონკურსი - ღVINOთონი იმართება!

  • 6-12-2021, 18:13
  • ნანახია : 278 - ჯერ

საქართვველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ინოვაციური პროექტების კონკურსი - ღVINOთონი იმართება


✅ ღონისძიების მიზანი მეღვინეობის სექტორში პრობლემების/გამოწვევების შესახებ მოკვლევა, შემდეგ მისი გადაწყვეტის მიზნით კი ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროდუქტის შექმნაა. რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ მონაწილეს მიეცემა კონკრეტული დავალება, რომელიც მეღვინეობის სექტორში არსებული პრობლემების გადაჭრას შეეხება და შემდეგ, მონაწილეებს მოუწევთ მუშაობა აღნიშნული პრობლემის დაძლევისთვის, გადაჭრის გზების მოსაფიქრებლად და საბოლოო იდეის ჩამოყალიბებისთვის. ხოლო იდეის პრეზენტაციის შემდეგ, საუკეთესო მათგანს გამოავლენს ღVINOთონის ბორდი და საჩუქრად გადასცემს 5000₾ (გადასახადებისგან თავისუფალი).
✅ ჰაკათონი ასევე ხელს შეუწყობს, პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ ადამიანებთან და მათ შორის, საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას.
‼️ ღონისძიების თაიმლაინი ასე გამოიყურება:
✔️ამოცანების/თემების გამოცხადება (9 დეკემბერი, 2021-Online)
✔️ მონაწილეების მოსამზადებელი პერიოდი (10 დეკემბერი, 2021-Online)
✔️ მენტორებთან მუშაობა და ქოუჩინგი (11 დეკემბერი, 2021-გურჯაანის ტექნოპარკი)
1. სანდრო კანდელაკი - იდეების ვალიდაციისთვის ტესტირებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და მეთოდები
2. თამთა გველესიანი - პროდუქტის და ბაზრის თავსებადობა
3. ნიკოლოზ გოგოჭური - Pitching 101
✔️ დაჯილდოების ცერემონიალი (12 დეკემბერი, 2021-გურჯაანის ტექნოპარკი)
‼️ მსურველებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად 2-4 წევრიანი გუნდებით.
‼️ ღVINOთონი ჩატარდება გურჯაანის ტექნოპარკში (11-12 დეკემბერი, 2021) და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ისარგებლონ ფაბლაბში წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური დანადგარების სერვისებითა და საერთო სამუშაო სივრცით.
🔗  რეგისტრაცია შესაძლებელია 8 დეკემბრის ჩათვლით, მითითებული ბმულის მეშვეობით: https://bit.ly/3xu95GP 
🔗  დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ Facebook Event - ღVINOთონი
☎️ ან დაგვიკავშირდით: 593276457, 593108182
🔗 იხ: გურჯაანის ტექნოპარკის ვირტუალური ტური, სადაც გაიმართება ღVINOთონი - https://bit.ly/2TZYaW6