+995 (0) 790 110 120
  •  


როდის იწყება რეგისტრაცია კოლეჯ „აისში“ 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე?

რეგისტრაცია დაიწყება 8 აპრილს და გაგრძელდება 19 აპრილის ჩათვლით.

რომელ პროგრამებზე განხორციელდება აპლიკანტების რეგისტრაცია 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე?

стрелки в движении.gifპროგრამების ჩამონათვალი

სად შეიძლება რეგისტრაციის გავლა?

აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ:

1. კოლეჯ „აისში“  (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი)

2. საგანმანათლებლო რესურსცენტრებში http://www.mes.gov.ge/content.php?id=207&lang=geo

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში

4. შესაძლებელია ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმის გამოყენება www.vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით.

რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციის გავლისთვის?

რეგისტრაციის გავლისთვის საკმარისია, აპლიკანტმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში.

რა ხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ  ორგანიზებული პროფესიული  ტესტირება.

სად და როდის ტარდება პროფესიული ტესტირება?

პროფესიული ტესტირება ტარდება კოლეჯ „აისში“ ან რეგისტრაციის დროს აპლიკანტის მიერ მითითებულ რაიონში არსებულ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, რომელიც მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.

სად და როგორ ხდება საგამოცდო ბარათის აღება?

საგამოცდო ბარათი აპლიკანტს შეუძლია აიღოს იმავე დაწესებულებაში, სადაც რეგისტრაცია გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს  ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება მისამართი და ტესტირების ინდივიდუალური საათი.

რა სახის ტესტები ბარდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე?

ტესტირება ჩატარდება

აგრარული მიმართულების სპეციალობებისთვის:
1.       საბაზო აკადემიური უნარების ტესტი
2.       ტესტი ბუნებისმეტყველებაში (ქიმია, ბიოლოგია)

ინჟინერიის მიმართულების სპეციალობებისთვის:
1.       მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი
2.       ტესტი მათემატიკაში
 
ტურიზმის მიმართულების სპეციალობებისთვის:
1.       საბაზო აკადემიური უნარების ტესტი
2.       ტესტი უცხო ენაში (არჩევით)
 
ჯანდაცვის მიმართულების სპეციალობებისთვის:
1.       საბაზო აკადემიური უნარების ტესტი
2.       ტესტი ბუნებისმეტყველებაში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია)
 
ხელოვნების მიმართულების სპეციალობებისთვის:
1.       მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი
2.       ტესტი ხელოვნებაში

          ინფორმაციული ტექნოლოგის სპეციალობისთვის:
                   1.   საბაზო აკადემიური უნარების ტესტი
                   2.   ტესტი უცხო ენაში (არჩევით)


სად შეიძლება ვნახო ტესტის ნიმუშები?

ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე: http://collegeaisi.ge/page/testis-nimusebi ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: https://naec.ge/#/ge/post/1691


რა ხდება ტესტირების შემდეგ?
ტესტირების ჩატარების თარიღიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან კოლეჯში იგზავნება რანჟირების დოკუმენტი, სადაც იმ პირთა ჩამონათვალია, რომლებმაც კოლეჯში სწავლისთვის მოიპოვეს დაფინანსება (ჩასარიცხი სტუდენტების სია). 

     ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა, რომ ჩაირიცხოს კოლეჯ „აისში“ და გახდეს სტუდენტი?

კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად აპლიკანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის ან დიპლომის) ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. ორი ფერადი ფოტოსურათი 3X4

4. პირადი განცხადება (თუ პირი არასრულწლოვანია მშობლის ან კანონიერი წამომადგენლის განცხადება)


დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: (0) 790 110 120