+995 (0) 790 110 120
  •  

საგნობრივი პროგრამები:

ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი (III საფეხური)

ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი (III საფეხური)

ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი (IV საფეხური)

მეღვინე (III საფეხური)

მზარეული (II საფეხური)

დურგალი (III საფეხური)

ძრავის შემკეთებელი (III საფეხური)

ტრაქტორისტ-მემანქანე (III საფეხური)

კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი (I საფეხური)

კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი (II საფეხური)


- კოლეჯი „აისი“-

კოლეჯი „აისი“ კახეთის რეგიონში წამყვანი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაა! იგი მოიცავს კახეთის თითქმის მთელ რეგიონს და ძირითადად ოთხ მუნიციპალიტეტშია განთავსებული:
1. კოლეჯი „აისის“ მთავარი დაწესებულება არის კაჭრეთში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
2. დედოფლისწყაროს ფილიალი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი სამრეკლო)
3. ალვანის ფილიალი (ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ალვანი)
4. ლაგოდეხის ფილიალი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი შრომა)
კოლეჯი  აისის მთავარი დაწესებულება, რომელიც კაჭრეთში მდებარეობს, განთავსებულია სპეციალურკომპლექსშირომელსაც უკავია 12 ჰა ტერიტორიაკოლეჯს აქვს სამი ძირითადი ნაგებობათეორიული სწავლების კორპუსი, პრაქტიკული სწავლების კორპუსი და სტუდენტთა პანსიონი.
  ძირითადი კორპუსების გარდა კოლეჯს გააჩნია დამხმარე ნაგებობებიც: ხელოვნების სასახლე, ღვინის სახლი, მარანი, საარყე, სათონე, მეცხოველეობის ფერმა, ფუტკრის სახლი,  ჩირის სახლი და სხვადასხვა სახელოსნოები.
კოლეჯის ტერიტორიაზე  სამეურნეო საქმიანობისთვის გაშენებულია ვენახი, მაყვლისა და ჟოლოს ბაღები,  ბოსტანი და ხეხილის ბაღი. ასევე ფუნქციონირებს სასათბურე მეურნეობა.
კოლეჯი  აისი წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილპროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. ასევე, რეაბილიტირებულია მისი სამივე ფილიალი.