+995 (0) 790 110 120
  •  


პროექტის სახელწოდება: ბიო მეურნეობის წარმოების მოკლევადიანი კურსის პილოტირება, საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის მომზადება/დანერგვა და აგრარული მიმართულების პროგრამების პოპულარიზაცია;


პროექტის განხორციელების ადგილი: კოლეჯი „აისი“ - კაჭრთი და ლაგოდეხის ფილიალი;

პროექტის აღწერა: აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა:

1. კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალში მოკლევადიანი საპილოტე კურსი - ბიო მეურნეობის წარმოება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით;

2. კოლეჯის თანამშრომლებისა და ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა;

3. მომზადდა განახლებული, ახალი შესაძლებლობების  ვებ გვერდი;

4. შეიქმნა სარეკლამო ფოტო მასალა და კოლეჯის საიმიჯო კლიპი აგრარული მიმართულების სპეციალობებისათვის, რომელიც განთავსებულია განახლებულ ვებ გვერდზე.


პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის ,,საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ პროექტის ფარგლებში.