+995 (0) 790 110 120
  •  

საზოგადოებრივი კოლეჯი ,,აისი’’

საზოგადოებრივი კოლეჯი  აისი განთავსებულია სპეციალურ კომპლექსში, რომელსაც უკავია 12 ჰა ტერიტორია. კოლეჯს აქვს სამი ძირითადი ნაგებობა: თეორიული სწავლების კორპუსი, პრაქტიკული სწავლების კორპუსი და სტუდენტთა პანსიონი.

  ძირითადი კორპუსების გარდა კოლეჯს გააჩნია დამხმარე ნაგებობებიც: ხელოვნების სასახლე, ღვინის სახლი, მარანი, საარყე, სათონე, მეცხოველეობის ფერმა, ფუტკრის სახლი,  ჩირის სახლი და სხვადასხვა სახელოსნოები.

კოლეჯის ტერიტორიაზე  სამეურნეო საქმიანობისთვის გაშენებულია ვენახი, მაყვლისა და ჟოლოს ბაღები,  ბოსტანი და ხეხილის ბაღი. ასევე ფუნქციონირებს სასათბურე მეურნეობა.

კოლეჯი  აისი წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.  


ვიდეოკლიპი კოლეჯი „აისის“ შესახებ


2018 წლის საიმიჯო კლიპი - edu.aris.ge.mp4