+995 (0) 790 110 120
  •  

ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმო კოლეჯ „აისის“ ბაზაზე 2009 წლის 6 ივლისს გაეროს განვითარების პროგრამისა და რუმინეთის მთავრობის დაფინანსებით გაიხსნა.


საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატებით. აქ არის ხილ-ბოსტნეულის სარეცხი დანადგარი, ქილების სარეცხი აბაზანა, ვაკუუმ-აპარატი _ ხარშვისათვის, ავტოკლავი _ სტერილიზაციისათვის, ხილისა დაბოსტნეულის გამხეხი აპარატი, ჩამომსხმელი (დოზატორი) და ქილების დამხუფი აპარატი. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2010 წლის გაზაფხულზე გაიხსნა 18 ტონა ტევადობის მაცივარი.


ხილის-ბოსტნეულის საწარმოს აქვს ორი ძირითადი დატვირთვა. პირველი ის, რომ ფერმერს ჰქონდეს საშუალება, გადაამუშაოს ნედლეული, თავის პროდუქციას მისცეს სასაქონლო სახე და გაყიდოს. მეორე დატვირთვა არის ის, რომ ხილისა დაბოსტნეულის გადამამუშავებელ  საწარმოში პარალელურად არსებობს სასწავლო ბაზა. გაერომ ამ განხრით დანერგა პროფესიული გადამზადების კურსები, მსმენელები სწავლასთან ერთად აქვე გადიან საწარმოო პრაქტიკას.


საწარმოში მზადდება 15-20 სახეობის პროდუქტის ასორტიმენტი: ხილფაფები, ჯემები, მურაბები, მარინადები და სასაუზმე კონსერვები.