+995 (0) 790 110 120
  •  

2010 წელს კოლეჯ „აისში“ გარემონტდა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა სტუდენტთა პანსიონი და სასტუმრო. შენობა ხუთსართულიანია და გათვლილია 300 სტუდენტსა და 70 სტუმარზე.

სტუდენტთა პანსიონში და სასტუმროში არის ცენტრალური გათბობა, ცივი და ცხელი წყალი, სველი წერტილები. სტუდენტებისთვის ყველა სართულზე მოწყობილია კვების ობიექტები, სადაც მათ პირადად შეუძლიათ მოიმზადონ კერძები.

პირველ სართულზე ფუნქციონირებს კაფე და საკონფერენციო დარბაზი, სადაც სტუდენტებითვის, მასწავლებლებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ხშირად ტარდება ტრენინგები.

სტუდენტთა პანსიონში ცხოვრება უფასოა!