+995 (0) 790 110 120
  •  

2013 წლის 6 მარტს კოლეჯ ''აისში'' გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის ლაბორატორია, რომელიც დაარსდა კოლეჯ ''აისის'' ინიციატივით და GIZ-ის ''კერძო სექტორის განვითარება საქართველოში'' პროგრამის (GIZ PSDP Geo) მხარდაჭერით.

კოლეჯ ''აისის'' მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიის სტუდენტებს აქვთ მათი თეორიული ცოდნის ლაბორატიულად გამოყენების შესაძლებლობა. კოლეჯ ''აისის'' ღვინის ლაბორატორიაში შექმნილია საუკეთესო გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება იქნეს მიღწეული პროფესიული განათლების უკეთესი შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან კერძო სექტორის ჩართულობით.

გარდა ამისა, კოლეჯ ''აისის'' ღვინის ლაბორატორია ადგილობრივფერმერებს სთავაზობს ღვინის ხარისხის შეფასებას 19 პარამეტრის მიხედვით, რაც ადგილობრივ ბაზრებზე მათ რეალიზაციას შეუწყობს ხელს.