+995 (0) 790 110 120
  •  

2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალის სასწავლო კორპუსს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რომელიც გათვლილია 200 სტუდენტზე. ამჟამად იგი არის თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

დედოფლისწყაროს ფილიალი ამზადებს კადრს ისეთ პროფესიებში, რომელიც  რეგიონისთვის აქტუალური და მისაღებია. კოლეჯში ასწავლიან პროფესიონალი მასწავლებლები, რომელთაც გავლილი აქვთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგების _ „საბაზო პედაგოგიური კურსი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის“ ხუთივე მოდული.

კოლეჯის კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციებში.