+995 (0) 790 110 120
  •  

2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალის სასწავლო კორპუსს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რომელიც გათვლილია 100 სტუდენტზე. ამჟამად იგი არის თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უნივერსალური დიზაინის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ადაპტირებული სპეციალური შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. მეორე სართულზე განთავსებულია სასტუმრო.

სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება  გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ   ტესტირების საფუძველზე. სასწავლო მეცადინეობები ტარდება წინასწარ შედგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად სასწავლო გეგმის და სილაბუსის მიხედვით.  ალვანის ფილიალი ამზადებს კადრს ისეთ პროფესიებში, რომელიც  რეგიონისთვის აქტუალური და მისაღებია.

საწავლო პროცესის პარალელურად მაღალ დონეზე ტარდება სასწავლო პრაქტიკა, როგორც ადგილზე  ადგილობრივ სახელოსნოში, ასევე შპს  საწარმო „თუშეთი- მატყლში“, რომელთანაც გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც საწარმოო პრაქტიკის გავლასთან, ასევე დასაქმებასთან დაკავშირებით.

თვითოეული პროფესია  მიესადაგება თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის მოთხოვნებს და პერსპექტიულია. აღნიშნული პროფესიების სწავლება   ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ქართული ეკონომიკის გაძლიერებას და რაც მთავარია  მოხდება  ძველი ქართული ხელოვნების ტრადიციების აღდგენა, შენარჩუნება და განვითარება.