+995 (0) 790 110 120
  •  
ვაკანსია საწარმოო პრაქტიკის მენეჯერის პოზიციაზე

ვაკანსია საწარმოო პრაქტიკის მენეჯერის პოზიციაზე

ვაკანსიიის დასახელება:   საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი

დამსაქმებელი:  სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  გურჯაანის რაიონი, სოფელი კაჭრეთი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, შაბათ-კვირის გარდა, 08:30-დან 17:80-მდე 

საგანმანათლებლო ხარისხი: მინიმუმ ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება: 2 წელი

სახელფასო სარგო: 900 ლარი დარიცხვით.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:  4.02.2019

ელ. ფოსტა: kachreti@gmail.com


ძირითადი მოვალეობები:


უზრუნველყოფს საწარმოო პრაქტიკის  დაგეგმვას  და ზედამხედველობას უწევს პრაქტიკის განხორციელებას გეგმის შესაბამისად;

მოიძიებს დამსაქმებელ ორგანიზაციებს და მართავს მათთან მოლაპარაკებებს სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის გავლის და შემდგომი დასაქმების მიზნით;

აწარმოებს ობიექტზე საწარმოო პრაქტიკის ორგანიზაციისა და გავლის მონიტორინგს.

ორგანიზებას უკეთებს პროფესიული სტუდენტების მიერ პრაქტიკის ანგარიშის ჩაბარებას.

მონაწილეობს შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევაში;

პასუხისმგებელია საწარმო პრაქტიკის სწორ ორგანიზაციაზე.

ახორციელებს საწარმო პრაქტიკის  სწავლების ინოვაციური მეთოდების მოძიებასა და პრაქტიკაში დანერგვისათვის.

ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა საწარმო პრაქტიკის მეთოდების მოძიებასა.

სწავლობს და ამოწმებს საწარმო პრაქტიკას გეგმის მიხედვით.

სწავლობს ცალკეული სპეციალობის მიხედვით მატერილურ ტექნიკურ ბაზას და მუშაობს მისი თანამედროვე აღჭურვილობისათვის.

თვალყურს ადევნებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას საწარმო პრაქტიკის ობიექტებზე.

პასუხისმგებლობის  საზღვრები

ანგარიშვალდებულია   კოლეჯის დირექტორის და დირექტორის მოადგილის (სასწავლო-საწარმოო დარგში)  წინაშე.

სამართლებრივი აქტების ცოდნა: 

  საქართველოს კონსტიტუცია;

  კანონი პროფესიული განათლების შესახებ;

  საქართველოს კანონი განათლების ხარისხის შესახებ.

 


კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

Microsoft Office Word - კარგი

Microsoft Office Excel -კარგი

Microsoft Office PowerPoint - კარგი


სავალდებულო მოთხოვნები:

დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

მონაცემების სტატისტიკური დამუშავებისა და ანალიზის უნარი;

გამართული მეტყველების და კარგი გადმოცემის უნარი;

დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი და გამოცდილება;

სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ცვლილებებზე ადაპტირების უნარი;

ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დეტალებზე კონცენტრირების უნარი;

დოკუმენტებთან აკურატული მუშაობის უნარი;

გუნდური მუშაობის უნარი;

განვითარებაზე ორიენტირებული;

მაღალი პასუხუსმგებლობის გრძნობა;

ორგანიზებულობა;

კომუნიკაბელურობა; 

პუნქტუალურობა;



დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც, რეზიუმე (CV), სამოტივაციო წერილი, მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სარეკომენდაციო წერილი და განათლების ცენზი,   გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. ამასთან, კონკურსზე მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის და პირობების შეტყობინების მიზნით, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან (მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით);


კონკურსს ჩაატარებს საზოგადოებრივ კოლეჯ          „აისის“ საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე აპლიკაციის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

კონკურსში მონაწილეობა თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა იმ პირისთვის, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებს.



კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:


პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

განათლების დამადასტურებელი დიპლომის/მოწმობის ასლი;

სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;

ცნობა ნასამართლეობის შესახებ;

ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

 


კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 1) განაცხადების გადარჩევა; 2) გასაუბრება.


 


დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ, 4 თებერვლამდე  გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე  (CV), სამოტივაციო წერილი, მინიმუმ ერთი რეკომენდატორის  სარეკომენდაციო წერილი და   განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე: kachreti@gmail.com


დოკუმენტების არასრული წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე.

კოლეჯი „აისი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები