+995 (0) 790 110 120
  •  
სტუმრად   „ბიომეურნეობა ფონაში“

სტუმრად „ბიომეურნეობა ფონაში“

20 დეკემბერს გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით საზოგადოებრივი კოლეჯი „აისის“,  ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და პროფესიული კოლეჯი „ოპიზარის“ აგრარული მიმართულების სპეციალობების სტუდენტები, რომლებიც სწავლებას გადიან  დუალური მიდგომით,  იმყოფებოდნენ შპს „ბიომეურნეობა ფონაში“, რომელსაც სათვეში უდგას პაატა წულაია - ფერმერი ლაგოდეხის ბიოზონიდან.


„ბიომეურნეობა ფონა“ მუშაობს ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის პრინციპებით. მისდევს მემინდვრეობას, მებოსტნეობას, მეხილეობას. პარალელურად ემზადება მეცხოველეობისა და მერძევეობის მიმართულებით ბიოფერმის მოსაწყობად. 

სტუდენტებმა მოისმინეს ბატონ პაატა წულაიას ლექცია ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანისა და რეალიზაციის შესახებ.  დაათვალიერეს ბიომეურნეობაში არსებული  საწარმოები და გაეცნენ დანერგილ ინოვაციებს.

ეს შეხვედრა იყო საკმაოდ მნიშვვნელოვანი პროფესიულ სასაწავლებლების სტუდენტებისთვის, ვინაიდან განათლებისა და ცნობიერების ამაღლებისა  გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი დარგის და მით უმეტეს, სოფლის მეურნეობის განვითარება.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები