+995 (0) 790 110 120
  •  
პროგრამის - ბიო მეურნეობის წარმოების მოკლევადიანი კურსის პილოტირებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის დანერგვის  შეფასება და ანალიზი

პროგრამის - ბიო მეურნეობის წარმოების მოკლევადიანი კურსის პილოტირებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის დანერგვის შეფასება და ანალიზი

კოლეჯმა „აისმა“ პროექტის - „ბიო მეურნეობის წარმოების მოკლევადიანი კურსის პილოტირება, საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის მომზადება/დანერგვა და აგრარული მიმართულების პროგრამების პოპულარიზაცია“ ფარგლებში ლაგოდეხის ფილიალში ბიომეურნეობა ფონასთან ერთად დუალური მიდგომით განახორციელა მოკლევადიან კურსი - ბიო მეურნეობის წარმოება.

ამავე პროექტის ფარგლებში კოლეჯ „აისის“ თანამშრომლებისა და ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა.

პროექტის მენეჯერმა კოლეჯ „აისის“ და მისი ფილიალების თანამშრომლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთდ  მოახდინა განხორციელებული ბიო მეურნეობის წარმოების მოკლევადიანი კურსის  პილოტირებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის დანერგვის  შეფასება და ანალიზი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ კოლეჯს შეუძლია პერსპექტივაში უზრუნველყოს  გრძელვადიანი ბიო მეურნეობის პროგრამის დანერგვა. რაც შეეხება, კომუნიკაციის სტრატეგიას,  მისი ეფექტური დანერგვა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების უფრო ფართოდ გაცნობას საზოგადოებისთვის.