+995 (0) 790 110 120
  •  
კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გაზიარება კოლეჯის და ფილიალების მენეჯმენტისთვის

კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გაზიარება კოლეჯის და ფილიალების მენეჯმენტისთვის

პროექტის - „ბიო მეურნეობის წარმოების მოკლევადიანი კურსის პილოტირება, საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის მომზადება/დანერგვა და აგრარული მიმართულების პროგრამების პოპულარიზაცია“ ფარგლებში კოლეჯ „აისის“ თანამშრომლებისა და ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომლის გაზიარებაც განხორციელდა კოლეჯ „აისის“ და მისი ფილიალების მენეჯმენტისთვის.

კოლეჯი „აისის“ კომუნიკაციის სტრატეგია მიზნად ისახავს კოლეჯის ერთიანი საკომუნიკაციო მიმართულების, საკომუნიკაციო მიზნების, სამიზნე აუდიტორიებისა და სასურველი საკომუნიკაციო შედეგების განსაზღვრას. პროფესიული განათლების სექტორის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ინტერესის შენარჩუნებას  და მიმზიდველობის გაზრდას. აღნიშნული დოკუმენტი კოლეჯის ძირითადი ორგანიზაციული ამოცანებისა და პოლიტიკის, რეგიონში არსებულგამოწვევების, საინფორმაციო გარემოს, სამიზნე ჯგუფებისა და მათი განწყობების ანალიზს ეფუძნება.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები