+995 (0) 790 110 120
  •  
ახალი თანამშრომლობის დასაწყისი ქ. ბორდოსთან მეღვინეობის დარგში

ახალი თანამშრომლობის დასაწყისი ქ. ბორდოსთან მეღვინეობის დარგში

5 თებარვალს კოლეჯს „აისსა“ და  საფრანგეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობისა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გაცვლითი პროგრამების დანერგვის მიზნით კოლეჯ „აისში“ სტუმრად იმყოფებოდნენ ქ. ბორდოს მრავალდარგოვანი ლიცეუმის წარმომადგენლები, რომელებიც შეხვდნენ კოლეჯის დირექტორს მალხაზ ასლამაზაშვილს და მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტებსა და მასწავლებლებს.

სტუმრებმა მოინახულეს კოლეჯ „აისის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დაათვალიერეს ღვინის სახლი, მარანი, ღვინის ლაბორატორია და კოლეჯის ბაზაზე გაშენებული ვენახი.  გამოხატეს მზადყოფნა ურთიერთთნამშრომლობის  დასაწყებად.


გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები