კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




კახეთის რეგიონის რესურსცენტრების წარმომადგენლები
სტუმრად კოლეჯ „აისში“


       2014 წლის 28 იანვარს კოლეჯ „აისში“ სტუმრად იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის (საგარეჯო, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, ყვარელი, ახმეტა, ლაგოდეხი) რესურსცენტრების დირექტორები და კარიერებისა და პროფორიენტაციის დაგეგმვის მენეჯერები. მათ დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოინახულეს ღვინის სახლი, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმო, სტუდენტთა პანსიონი და სასტუმრო. დაესწრნენ საგაკვეთილო პროცესებს, შეხვდნენ კოლეჯის მასწავლებლებს და სტუდენტებს და გაეცნენ პროფესიული სწავლების სპეციფიკას.
       მოისმინეს ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღების ახალ წესებთან დაკავშირებით და გამოხატეს მზადყოფნა, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ კოლეჯის პროფორიენტაციის სამსახურთან. ასევე, პროფესიული განათლების ფართოდ აღიარების მიზნით, რეკომენდაციებს გაუწევენ რეგიონის საშუალო სკოლების დირექტორებს, რათა მათ უზრუნველყონ სკოლის მოსწავლეთა ინფორმირება პროფესიული განათლების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, რაც ახალგაზრდებს დაეხმარება საჭირო პროფესიულ ორიენტაციასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში.
       იხილეთ ფოტოსურათები: https://www.facebook.com/media/set/?set=a.597238537022221.1073741855.319916914754386&type=3