კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




კახეთის რეგიონის რესურსცენტრების დირექტორების ვიზიტი კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში


       2011 წლის 22 მარტს კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის (საგარეჯო, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, ყვარელი, ახმეტა, ლაგოდეხი) რესურსცენტრების დირექტორები, რომლებიც შეხვდნენ კოლეჯის მასწავლებლებს და სტუდენტებს. დაათვალიერეს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზა, მოინახულეს ღვინის სახლი, საერთო საცხოვრებელი და სასტუმრო.
       მოისმინეს ინფორმაცია კოლეჯში სტუდენტების მიღების ახალ წესებთან დაკავშირებით და გამოხატეს მზადყოფნა, რომ პროფესიული განათლების ფართოდ აღიარების მიზნით, რეკომენდაციებს გაუწევენ რეგიონის საშუალო სკოლების დირექტორებს, რათა მათ უზრუნველყონ სკოლის მოსწავლეთა ინფორმირება პროფესიული განათლების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, რაც ახალგაზრდებს დაეხმარება საჭირო პროფესიულ ორიენტაციასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში.

<< უკან