კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




ამერიკის ელჩის ჯონ ბასის ვიზიტი ცენტრში

       13 ნოემბერს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრს სტუმრდ ეწვია ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი სააქართველოში ბატონი ჯონ ბასი. იგი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა სასწავლებლის ეზოში, როდესაც სტუდენტები დილის ხაზზე იყვნენ შეკრებილნი. ელჩი გულთბილად მიესალმა ცენტრის დირექტორს, პედაგოგებს და სტუდენტებს. მან სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას:
       ,,საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენი ქვეყნის რეგიონში. მოხარული ვარ, რომ პირველივე სტუმრობა მომიწია სასწავლო დაწესებულებაში, რომლის გარეგნული იერითაც აღფრთოვანებული ვარ. მე დავიბადე ამერიკის პატარა ქალაქში, რომელიც თავისი ბუნებით ძალიან გავს თქვენს მხარეს, ამიტომ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სამშობლოში. მე უბრალო ადამიანი ვარ. ვმუშაობდი ფერმაში, სადაც ვუვლიდი ძროხებს და ღორებს. მითხრეს, რომ თქვენი სასწავლო ცენტრი განთქმულია სხვადასხვა სახეობის ცხოველებით და ფრინველებით. ვიმედოვნებ, რომ ისევე, როგორც ჩემთვის, თქვენთვისაც არ არის მუშაობა უცხო. როგორც იცით, შრომა აკეთილშობილებს ადამიანს. გისურვებთ წარმატებებს სწავლასა და შრომით საქმიანობაში.’’
       ამის შემდეგ ელჩმა დაათვალიერა სასწავლო კორპუსი, ცენტრის ტერიტორიაზე გაშენებული ვენახი და აგროტურიზმის ცენტრი, სადაც ბატონმა ჯონ ბასმა თონეში ჩააკრა პური, ჩურჩხელა ამოავლო და ქართული ღვინოც დააგემოვნა.

<< უკან