კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა






2017-02-22    
შეხვედრა დასაქმებულ კურსდამთავრებულებთან

22 თებერვალს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ პროფესიული კვირეულის ფარგლებში ტრაქტორისტ-მემანქანის სპეციალობის სტუდენტებისთვის მოეწყო შეხვედრა კოლეჯის კურსდამთავრებულებთან, რომლებიც წარმატებით დასაქმდნენ  შპს „მექანიზატორში“.
გიორგი ბერუაშვილი და ვასილ ქენქაძე კოლეჯ „აისის“ ტრაქტორისტ-მემანქანის სპეციალობის კურსდამთავრებულები არიან, რომლებიც ამჟამად მუშაობენ შპს „მექანიზატორის“ გურჯაანისა და დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრებში. მათ კოლეჯის სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება საკუთარი საქმიანობის შესახებ.

იხილეთ ფოტოგალერეა: