კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა





ღვინის ლაბორატორია




2013 წლის 6 მარტს საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის ლაბორატორია, რომელიცდაარსდა კოლეჯ „აისის“ ინიციატივით და GIZ-ის „კერძო სექტორისგანვითარება საქართველოში“ პროგრამის (GIZ PSDP Geo) მხარდაჭერით.

საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ მეღვინეობის პროფესიის სტუდენტებს აქვთ მათი თეორიული ცოდნის ლაბორატიულად გამოყენების შესაძლებლობა. კოლეჯ „აისის“ ღვინის ლაბორატორიაში შექმნილია საუკეთესო გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება იქნეს მიღწეული პროფესიული განათლების უკეთესი შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან კერძო სექტორის ჩართულობით.

ლაბორატორია აღჭურვილია საჭირო დანადგარებითა და ხელსაწყოებით:
•    ანალიზატორი
•    სახდელი კუბი
•    თერმოსტატი
•    ულტრაბგერითი აბაზანა
•    წყალგამაცხელებელი
•    მაცივარი
•    ფოტოკოლორიმეტრი
•    საშრობი კარადა
•    ანალიზური და ტექნიკური სასწორი
•    თერმომეტრები
•    სპირტომეტრები
•    ელექტროქურები

მეღვინე-მევენახის სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებს, ტრადიციულ და ევროპულ ღვინის მარნებთან ერთად,  გადიან ღვინის ლაბორატორიაში და შეისწავლიან ძირითად  ქიმიურ ანალიზებს.

გარდა ამისა, კოლეჯ „აისის“ ღვინის ლაბორატორია ადგილობრივ ფერმერებს სთავაზობს ღვინის ხარისხის შეფასებას 19 პარამეტრის მიხედვით, რაც ადგილობრივ ბაზრებზე მათ რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოგალერეა: