კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა





სტუდენტთა პანსიონი და სასტუმრო




2010 წელს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით გარემონტდა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა კოლეჯის სტუდენტთა პანსიონი და სასტუმრო. შენობა ხუთსართულიანია და გათვლილია 300 სტუდენტსა და 70 სტუმარზე. სტუდენტთა ცხოვრება უფასოა!


სტუდენტთა პანსიონსა და სასტუმროში არის ცენტრალური გათბობა, ცივი და ცხელი წყალი, სველი წერტილები. თითოეულ ოთახში ცხოვრობს ორი ან სამი სტუდენტი. მათთვის  ყველა სართულზე მოწყობილია კვების ობიექტები, სადაც პირადად შეუძლიათ მოიმზადონ კერძები. ასევე ფუნქციონირებს სტუდენტური კაფე-ბარი, რომელიც 25 სტუდენტზე გათვლილი.

პირველ სართულზე  ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ მოაწყონ შეხვედრები და დისკუსიები. ასევე, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ხშირად ტარდება ტრენინგები.


იხილეთ ფოტოგალერეა: