კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




დედოფლისწყაროს განყოფილება

2007 წელს  სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ შემოუერთდა  დედოფლისწყაროს განყოფილება, რომელიც დაარსდა 1973 წლის 18 ივნისს.



დედოფლისწყაროს რაიონში ძირითადად განვითარებული არის სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა. აქედან გამომდინარე სასწავლებელი ამზადებდა შემდეგ სპეციალისტებს: ტრაქტორისტ-მემანქანეს, ავტომობილის შემკეთებელ ზეინკლებს, სოფლის მეურნეობის ბუღალტრებს, ვეტერინარებს, ხილისა და წვენების გადამუშავების ოსტატებს, სოფლის მეურნეობის აგრონომებს, ფერმერ მიწადმოქმედების სპეციალისტებს, მეფრინველეებს, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოსტატებს, სასოფლო-სამეურნეო წარმოების მშენებლობის ოსტატებს და სხვა.



2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დედოფლისწყაროს განყოფილების სასწავლო კორპუსს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რომელიც გათვლილია 100 სტუდენტზე. ამჟამად იგი არის თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უნივერსალური დიზაინის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ადაპტირებული სპეციალური შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. მეორე სართულზე განთავსებულია სასტუმრო.



სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება  გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ   ტესტირების საფუძველზე. სასწავლო მეცადინეობები ტარდება წინასწარ შედგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად სასწავლო გეგმის და სილაბუსის მიხედვით.  დედოფლისწყაროს განყოფილება ამზადებს კადრს ისეთ პროფესიებში, რომელიც  რეგიონისთვის აქტუალური და მისაღებია.



2016 წელს  დედოფლისწყაროს  განყოფილებაში ისწავლება შემდეგი პროგრამები: 
1.    ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი
2.    ელექტრიკოსი
3.    ტრაქტორისტ-მემანქანე
4.    კალატოზი
5.    ექთნის თანაშემწე
6.    თექის ხელოსანი.



სასწავლებლის კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციებში.