კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა





ხელოვნების სასახლე



2014 წლის გაზაფხულზე საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში’’ საფუძველი ჩაეყარა ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სასახლის მშენებლობას, რომელიც 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდა.

კეთილმოეწყო ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაც.  კოლეჯის სასწავლო კორპუსიდან სასახლისკენ მიმავალ გზაზე დაიგო 110 მეტრიანი ქვის ბილიკი, რომლის გასწვრივ დაირგო კვიპაროსები. სასახლის გარშემო გაშენდა ყვავილების ბაღი.

ხელოვნების სასახლე იქნება არა მარტო კოლეჯ „აისის“ სახელოვნებო მიმართულებების სტუდენტების სწავლა-განათლების ადგილი, არამედ, აქ მოეწყობა ხელოვნების წარმომადგენელთა შემოქმედებითი კუთხეები, გაიმართება კონკურსები, დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები და საინტერესო შეხვედრები, რაც პროფესიულ განათლებას გახდის კიდევ უფრო პერსპექტიულს და ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას.

იხილეთ ფოტოგალერეა: