კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა





კოლეჯის ისტორია





სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,აისი’’ განთავსებულია სპეციალურ კომპლექსში, რომელსაც უკავია 12 ჰა ტერიტორია. აქვს ოთხი ძირითადი ნაგებობა: სასწავლო, საყოფაცხოვრებო,  საერთო საცხოვრებლის კორპუსები და ღვინის სახლი.

სსიპ საზოგადოებრივი  კოლეჯი ,,აისი’’ სამართალმემკვიდრეა  კაჭრეთის №137 საშუალო პროფესიული ტექნიკური სასწავლებელის, რომელიც დაარსდა 1980 წელს.

1990 წლიდან კაჭრეთის №137 საშუალო პროფესიული ტექნიკური სასწავლებელი გარდაიქმნა უმაღლესი ტიპის პროფესიულ სასწავლებლად.

1991 წელს მის ბაზაზე შეიქმნა პურპროდუქტების წარმოებისათვის სპეციალისტთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების რესპუბლიკური ცენტრი, რომლის სტრუქტურაშიც შედიოდა პურპროდუქტების წარმოების ეკონომიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი.

1997 წლიდან ეწოდა კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმი.

2007 წელს საქართველოში შემუშავდა პროფესიული განათლების რეაბილიტაციის პრეზიდენტის პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში 2007 წლის სექტემბერში კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმის ბაზაზე გაიხსნა პროფესიული სწავლების ცენტრი.

2011 წლის 17 მაისიდან  კაჭრეთის  პროფესიული სწავლების ცენტრს ეწოდა პროფესიული კოლეჯი ,,აისი’’.

2012 წლის 6 თებერვალს
პროფესიული კოლეჯი ,,აისის’’ ბაზაზე დაფუძნდა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“. ამჟამად კოლეჯი  წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.