კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




ღვინის სახლი

 

 

2011 წლის დასაწყისში კოლეჯ „აისში“ გაიხსნა ღვინის სახლი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებით. პირველ სართულზე დამონტაჟებულია ღვინის ჩამოსასხმელი აპარატურა, ხოლო მეორე სართული განკუთვნილია ღვინის დეგუსტაციისათვის.

ღვინის სახლის დანიშნულებაა კოლეჯში მეღვინეობისა და მევენახეობის სპეციალობის სტუდენტების მომზადება.

ღვინის სახლი ასევე მოემსახურება გაეროს განვითარების პროგრამით ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების ცენტრში გაწევრიანებულ ფერმერებს ღვინო-მასალის ჩამოსხმაში, სასაქონლო სახის მიცემაში. ასევე დაინტერესებული პირები მიიღებენ უფასო კონსულტაციას იმის შესახებ, თუ სად შეიძლება მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზება.


იხილეთ ფოტოგალერეა:      

<< უკან