კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა





ფუტკრის სახლი




2016 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქრურის განვითარების სააგენტოს დახმარებით სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ მეფუტკრეობის სპეციალობის უკეთ შესწავლის მიზნით აშენდა ფუტკრის სახლი.
 
კოლეჯ „აისის“ ბაზაზე ასევე არსებობს  საფუტკრე მეურნეობა, რომელიც აღჭურვილია საჭირო ხელსაწყო-იარაღებით: ციბრუტი, სანთლის სახდელი, ასტამი, საბოლებელი, პირბადეები, ხელოვნური ფიჭის ჩასაკვრელი, სადედე გალია, სანაყრე გალია, რომელშიც შედის  დაახლოებით 60 ძირი სკა. აქვე არის მცირე საამქრო, სადაც ხდება სკებისა და  ჩარჩოების დამზადება.  
 
ფუტკრის სახლი და საფუტკრე მეურნეობა  წარმოადგენს კოლეჯ „აისში“ მეფუტკრის სპეციალობის სტუდენტებისათვის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის ძირითად ობიექტს.

იხილეთ ფოტოგალერეა:



  


 << უკან